კიმ პოლიზი
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/12/Kim_Polese%2C_Spikesource.jpg/200px-Kim_Polese%2C_Spikesource.jpg)
კიმ კარინ პოლიზი (დ. 13 ნოემბერი, 1961) — ამერიკელი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი. ამჟამად იკავებს ClearStreet Inc.-ის თავმჯდომარის თანამდებობას.
1984 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი ბიოფიზიკაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ბერკლი), შემდეგ კი ისწავლა კომპიუტერული მეცნიერება ვაშინგტონის უნივერსიტეტში. პოლიზმა კარიერა დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IntelliCorp-ში, რომელიც Fortune 500-ის კომპანიებს ეხმარებოდა ბიზნეს მონაცემების მენეჯმენტში ხელოვნული ინტელექტის გამოყენებით. შემდეგ ის შეუერთდა Sun Microsystems-ს და მონაწილეობა მიიღო პროგრამირების ენის, ჯავას, შექმნაში. ის ასრულებდა პროდუქტის მენეჯერის ფუნქციებს პროექტის შექმნიდან 1995 წელს მის გამოშვებამდე.[1] ხშირად სწორედ მას მიაწერენ პროგრამირების ენის დასახელების ცვლილებას Oak-დან ჯავაზე.[2][3]
1996 წლის იანვარში პოლიზი წამოვიდა Sun-დან და ჯავას გუნდის სამ კოლეგასთან: ართურ ვან ჰოფთან, ჯონათან პეინთან და სამი შიაოსთან ერთად დააარსა მარიმბა, პროგრამული უზრუნველყოფის დისტრიბუციისა და მენეჯმენჯის სერვისი.[4] პოლიზი იკავებდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2000 წლამდე, 2000-2004 წლებში კი იყო თავმჯდომარე, რის შემდეგაც მარიმბა BMC-მ შეიძინა $239 მილიონად.[5] შემდგომში, გარკვეული ხნით იყო SpikeSource-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიამ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური ტესტირების მექანიზმი.[6]
1997 წელს პოლიზი შევიდა ტაიმის 25 ყველაზე გავლენიანი ამერიკელის სიაში.[7] 2012 წლის მაისში კი San Francisco Business Journal-მა ის დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე დაბლენიან ქალბატონად.[8]
სქოლიო
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-24. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-29. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted