კირილური რიცხვები
კირილური რიცხვები — კირილიცას ასოებზე დაფუძნებული რიცხვთა ჩაწერის სისტემა. გამოიყენებოდა სამხრეთისა და აღმოსავლეთ სლავურ ქვეყნებში საეკლესიო სლავურ ენაზე შესრულებულ ტექსტებში, რომლებიც კირილიცათია დაწერილი. მე–16 საუკუნიდან კირილურის გვერდით ინდური და რომაული ციფრებიც გამოიყენება. 1708 წლიდან, პეტრე დიდის მიერ სლავური ბურჟუაზიული შრიფტის შემოღების შემდეგ კირილური რიცხვთა სისტემა აღარ გამოიყენება.
ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები
კირილური რიცხვების სისტემა ე. წ. "მეტობითი სისტემაა", რომელშიც პირველი ცხრა ნიშანი ერთეულებს აღნიშნავს (1, 2, 3, ... 9), შემდეგი ცხრა ათეულებს (10, 20, 30, 40, ... 90) და უკანასკნელი ცხრა — ასეულებს (100, 200, ... 900).
ეს სისტემა უშუალოდ დაფუძნებულია ბერძნულ რიცხვთა სისტემის მილესურ ტიპზე. ამიტომ აქვს თითოეულ კირილურ ასოს მისი შესაბამისი ბერძნული ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობა, ხოლო ყველა მხოლოდ სლავურისთვის დამახასიათებელი ნიშანი (б, ж, ш, щ და სხვა) რიცხვითი მნიშვნელობის გარეშეა.
იმას, რომ ასოს ბგერითი მნიშვნელობის ნაცვლად იკითხებოდა მისი რიცხვითი მნიშვნელობა, აღნიშნავდა სპეციალური დიაკრიტიკული ნიშანი "ტიტლო" (ბერძნულში ამ ფუნქციას ასრულებს აპოსტროფი ასოს თავზე). ზოგჯერ ციფრის აღმნიშვნელ ნიშნებს დამატებით წერტილებს შორის სვამდნენ.
|
|
|
გლაგოლური და კირილური ციფრთა სისტემების მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სტატია "გლაგოლური რიცხვები"[1].
სქოლიო
- ↑ S. a. TITUS DIDACTICA: Die Entwicklungsgeschichte slavischer Alphabete
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted