კლდე (გაზეთი)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი „კლდე“ — ქართული ყოველდღიური გაზეთი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1918–1920 წლებში რედაქტორი — გრიგოლ ვეშაპელი, გამომცემელი — დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი და საპარლამენტო ფრაქცია. 1918 წლის 10 დეკემბრიდან გაზეთი გამოიცემოდა ყოველდღიურად. 1919 წლის N1-31 გამოდიოდა ყოველკვირეულად, ხოლო 1920 წლის 4 ივლისიდან კვლავ ყოველდღიურად. იბეჭდებოდა სამხედრო სმინისტროს სტამბაში. გაზეთის პირველ ნომერში დაბეჭდილია მასალები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაყოფის შესახებ. 1919 წელს გაზეთი გამოდიოდა ჯერ „სალი კლდის“, შემდეგ „პიტალო კლდის“ სახელწოდებებით. გაზეთი იყო ამავე სახელწოდების ჟურნალის მემკვიდრე.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 551.
- ჭუმბურიძე დ. „ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა“, თბილისი, 2008
- ბაქრაძე გ., „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბილისი, 1947