ლუფარი
იერსახე
ლუფარი (ლათ. Pomatomus saltatrix) — თევზის ერთადერთი სახეობა ლუფარისებრთა ოჯახისა. აქვს წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 115 სმ, მასა 15 კგ აღწევს. გვხვდება ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში. ყოფილ სსრკ-ში — შავ და აზოვის ზღვებში. მტაცებელია. იკვებება სხვადასხვა თევზით. ძვირფასი თევზია, გემრიელი ხორცი აქვს. რეწვის ობიექტია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 316.