მის ბოლივია
იერსახე
მის ბოლივია Miss Bolivia — ყოველწლიური სილამაზის კონკურსი, რომელიც ბოლივიაში 1959 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანია გამოავლინოს მის სამყაროსა და მის მსოფლიოს კონკურსზე წარსადგენი კანდიდატები.
ამჟამად, მის ბოლივიის ტიტულს ატარებს ოლივია პინეირო ქალაქ სანტა-კრუს-დე-ლა-სიერიდან. მან ეს სტატუსი მიიღო 2010 წლის 26 აგვისტოს.[1]
აღსანიშნავია, რომ მის სამყაროსა და მის მსოფლიოს კონკურსებზე ბოლივიელ მონაწილეს დღემდე არასოდეს გაუმარჯვია.
მის ბოლივიაზე კანდიდატები მონაწილეობას იღებენ ბოლივიის ადმინისტრაციული ერთეულების, დეპარტამენტების დონეზე, ანალოგიურ კონკურსებში გამარჯვების შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted