მომბასა (კუნძული)
მშობ. სახელი: ინგლ. Mombasa Island | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: კუნძულ მომბასას რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფართობი | 14,1 კმ² |
სიგრძე | 5,5 კმ |
სიგანე | 3,8 კმ |
უმაღლესი წერტილი | 5 მ |
კენია | |
პროვინცია | სანაპირო პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 146 334 ად. (1999) |
სიმჭიდროვე | 10 378,30 ად. /კმ² |
მომბასა (ინგლ. Mombasa Island) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში. ადმინისტრაციულად ეკუთვნის კენიის სანაპირო პროვინციას. კუნძულზე მდებარეობს ქალაქ მომბასის ძველი ნაწილი. კუნძული მატერიკთან შეერთებულია დამბით.
გეოგრაფია
კუნძულის სიგრძეა 5,5 კმ, ხოლო სიგანე 3,8 კმ. მომბასის კუნძული ადმინისტრაციულად მომბასის ოლქის 4 რაიონიდან ერთ-ერთია. კუნძულის მოსახლეობა 1999 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 146 334 ადამიანს.[1] ის დაყოფილია 6 ქვედანაყოფად:[2]
- განჯონი
- რკინიგზის
- ტონონოკა
- ტუდორი
- მაჯენგო
- ძველი ქალაქი
ისტორია
ქალაქ მომბასის ძველი ნაწილი მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. კილინდინის ნავსაყუდელი და თანამედროვე, ღრმა რეიცის პორტი, რომელიც კუნძულს აკავშირებს კენიის მატერიკულ სამხრეთ ნაწილთან. ძველი ნავსყუდელი — ტიუდორის პორტი, რომელსაც იცავს ფორტ-ჟესუსი და ტიუდორ-კრიკის წყალსატევი კუნძულს გამოყოფს მატერიკის ჩრდილოეთი ნაწილისგან. თანამედროვე საცხოვრებელ განაშენიანებას და საწარმოო ზონებს დღეისათვის უკავია კუნძულის დანარჩენი ნაწილი.
კუნძული მომბასა მატერიკთან დაკავშირებულია მაკურას დამბით ჩრდილო-დასავლეთში, ნიალის ხიდით აღმოსავლეთში და ლიკონის ბორანით სამხრეთში. ავტოგზის და სარკინიგზო ხიდი ასევე უკავშირდება მატერიკს და მდებარეობს რეიცის პორტთან შორიახლოს.
ტიუდორის პორტს და ტიუდორ-კრიკის წყალსატევს სახელი დაერქვა დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის კაპიტნის ოუენ ტიუდორის პატივსაცემად, რომელმაც პირველად ჩაატარა ამ ადგილების მოკვლევა.
სქოლიო
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-16. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-18. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted