შინაარსზე გადასვლა

მრუშობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრუშობა, მრუშება, მეუღლის ღალატი — ძველ საქართველოში სქესობრივი კავშირი ცოლისა სხვა კაცთან ან ქმრისა — სხვა ქალთან, „მეუღლიანის ბოზობა“ (საბა). საეკლესიო სამართალი მრუშობისთვის სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას აწესებდა. საერო სამართლითა და ზნეობით მრუშობა ქმარს დიდ დანაშაულად არ ეთვლებოდა; მოღალატე ცოლს კი ქმარი გაეყრებოდა და მის საყვარელ კაცზედაც შურს იძიებდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ., ტფ., 1929
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 173, თბ., 1984
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მრუშობა&oldid=49305“-დან