საპონა
იერსახე
საპონა (ლათ. Saponaria) — ყვავილოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. ყვავილები შეკრებილიაფარისმაგვარ-საგველასებრ ყვავილედად. ჯამი ფოთლებშეზრდილია, გვირგვინი თეთრია ან ვარდისფერი. ნაყოფი ერთბუდიანი კოლოფია.
ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში 30-მდე სახეობა იზრდება. საქართველოში - 4. მათგან ერთ-ერთს, სამკურნალო საპონას (ლათ. Saponaria officinalis) აშენებენ დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. მისი ფესვებიდან, რომელიც 35% საპონინს შეიცავს, იღებენ საპნის სუროგატს.
ლიტერატურა
- ღვინიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 95.