შინაარსზე გადასვლა

სილქჯობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:16602585 1847202558838062 6801004697522810356 n.png
პლატფორმის ლოგო.

სილქჯობი (ინგლ. Silkjob) — პლატფორმა, განკუთვნილი მათთვის, ვინც ეძებს კარიერული ან საგანმანათლებლო განვითარების შესაძლებლობას.

ისტორია

საქართველოში ჩატარდა გარკვეული კვლევა, რომლის საფუძველზეც ნათელი გახდა, რომ ბაზარზე იყო შესაძლებლობა, ახალ კომპანიას მნიშვნელოვანი ცვლილებები მოეხდინა და საინვესტიციო კომპანია Sachs Investment-ის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა იდეის განხორციელება. ამის შედეგად, 2017 წლის მარტში შეიქმნა მრავალფუნქციური საიტი, რომელიც ფართო სეგმენტზეა მორგებული და საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ვაკანსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რეზიუმეს შექმნას / ატვირთვას და პირდაპირ საიტის მეშვეობით გაგზავნას, აგრეთვე კომპანიებისთვის მარტივ რეგისტრაციას და ვაკანსიის დამატების შესაძლებლობას.

ფუნქციები

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საიტზე რეგისტრაციას Facebook ისა და Google ს დახმარებით. სხვადასხვა რეზიუმეს შექმნას/რედაქტირებას/განახლებას. Android და iOS მობილური აპლიკაციებით სარგებლობას და ინფორმაციას ვაკანსიების, კურსების, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. კომპანიებისთვის შეიქმნა: ვაკანსიების/ტრენინგების/კურსების/გაცვლითი პროგრამების სისტემა, ავტომატურად გენერირებადი ინვოისი, ვადაგასული ვაკანსიების განახლების ფუნქცია, სტატისტიკა დადებული ვაკანსიების ნახვებისა და გაგზავნილი შეტყობინებების შესახებ ასევე კომპანიის გვერდის შექმნის შესაძლებლობა.

ღონისძიებები

რესურსები ინტერნეტში