შინაარსზე გადასვლა

ტალღურასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტალღურასებრნი

ტირიფის ტალღურა (Leucoma salicis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ერებუსისებრნი
ქვეოჯახი:  ტალღურასებრნი
ლათინური სახელი
Lymantriinae (Hampson, 1893)
სინონიმები
  • Lymantriidae (Hampson, 1893)
  • Orgyiidae (Wallengren, 1861)
  • Dasychiridae (Packard, 1864)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ტალღურასებრნი (ლათ. Lymantriinae) — ღამის პეპლების ქვეოჯახი ერებუსისებრთა ოჯახისა (Erebidae). აქვთ საშუალო ზომის შებუსვილი და მოუქნელი სხეული.[1] ფართო ფრთების შლილი 2–10 სმ-ია.[2] წინა ფრთები მოთეთრო-მონაცრისფრო-მოყავისფროა, სუსტად მოხატული ან ერთფერი. უკანა ფრთები მკრთალი და მოუხატავია.[1] ზოგიერთი სახეობის დედალს (მაგ., გვარ Orgyia-ის წარმომადგენლებს) ფრთები არ გააჩნია. ჩვეული მოვლენაა სქესობრივი დიმორფიზმი.[2] უმრავლესობას რუდიმენტული პირის ორგანოები აქვს და არ იკვებება. მატლი უხვადაა შებუსვილი, იკვებება ხემცენარეთა ფოთლებით ან წიწვებით, იშვიათად — ბალახით.[1] მამლები აქტიურები არიან დღისით, რა დროსც ეძებენ სუსტად მფრენ დედლებს. ქვეოჯახში 3000-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, განსაკუთრებით ძველი სამყაროს ტროპიკებში.[2] საქართველოში გვხვდება 20. ტალღურასებრთა უმრავლესობა მეზოფილური ტყის ბინადარია, გვხვდება სუბტროპიკულ ტყეშიც, ერთეულები — სტეპში. ზოგიერთი სახეობა ტუნდრაში იჭრება, ზოგი კი არქტიკის უკიდურეს საზღვარს აღწევს.[1] თითქმის ყველა სახეობა ყოვლისმჭამელია, უმრავლესობა ვითარდება ხეებზე. პარკებში ჭუპრდებიან მრავალ სუბსტრატზე.[2] ტალღურასებრთა უმრავლესობა ტყისა და ხეხილის მავნებელია. მასობრივი გამრავლების დროს საქართველოში დიდი ზიანი მოაქვთ არაფარდ აბრეშუმხვევიას, მონაზონას, ოქროკუდას.[1]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted