ტინა ტერნერი
ტინა ტერნერი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტერნერის გამოსვლა 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანა მეი ბულოკი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | როკის დედოფალი |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა | ბრაუნსვილი, ტენესი, აშშ |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1957–2009; 2020 |
ლეიბლ(ებ)ი | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ტინა ტერნერი (ინგლ. Tina Turner; ნამდვილი სახელი, ანა მეი ბულოკი, დ. 26 ნოემბერი, 1939 — გ. 24 მაისი, 2023, კიუსნახტი, ციურიხი, შვეიცარია) — ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, რომლის კარიერა 60 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“.
ტინას მუსიკალური კარიერა დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“ (1977). სოლო-კარიერის დაწყებით მან განიმტკიცა სახელი მუსიკალურ სამყაროში, რასაც ხაზი გაესვა წარმატებული დისკით Private Dancer (1984).
მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა „We Don't Need Another Hero“ ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.
როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით და ა.შ. 2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50 წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის ეს ტური იქცა ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად.
დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები
- Tina Turns the Country On! (1974)
- Acid Queen (1975)
- Rough (1978)
- Love Explosion (1979)
- Private Dancer (1984)
- Break Every Rule (1986)
- Foreign Affair (1989)
- Wildest Dreams (1996)
- Twenty Four Seven (1999)
რესურსები ინტერნეტში
- tinaturnerofficial.com
- ტინა ტერნერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Tina Turner Online
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 1939
- დაბადებული 26 ნოემბერი
- აშშ-ში დაბადებულები
- ამერიკელი მომღერლები
- ამერიკელი მსახიობები
- XX საუკუნის ამერიკელი ქალი მსახიობები
- გარდაცვლილი 2023
- გარდაცვლილი 24 მაისი
- შვეიცარიაში გარდაცვლილები
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლები