შინაარსზე გადასვლა

ტონი ტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონი ტანი
ტონი ტანი
სინგაპურის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 სექტემბერი, 2011
წინამორბედისელაფან რამანათანი

დაბადებული7 თებერვალი, 1940
სინგაპური
მოქალაქეობასინგაპურის დროშა სინგაპური
შვილები4

ტონი ტანი (ინგლ. Tony Tan Keng Yam; დ. 7 თებერვალი, 1940, სინგაპური) — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ბანკირი და მათემატიკოსი. 2011 წლის 1 ივლისამდე იკავებდა სინგაპურის საინვესტიციო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის და თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, ასევე იყო Singapore Press Holdings Limited-ის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ის არის სინგაპურის ეროვნული კვლევითი ფონდის თავმჯდომარე და მეწარმეობის, ინოვაციების და კვლევათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.[1] 1980-იანი წლების ბოლოს მას პრემიერ-მინისტრობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა,[2] მაგრამ, მოგვიანებით მაინც შევიდა მინისტრთა კაბინეტში: 1995–2005 წლებში იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1996–2003 წლებში კი სინგაპურის თავდაცვის მინისტრი.

იგი იყო სინგაპურის 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე.[3] გაიმარჯვა 7,269 ხმის (<0,35%) უპირატესობით.[4] 2011 წლის 1 სექტემბერს დადო ფიცი და გახდა სინგაპურის მე-7 პრეზიდენტი.[5][6].

სქოლიო

  1. National Research Foundation (Singapore), Board Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, GIC Board of Directors Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, SPH Annual Report, 2009 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  2. Stuart Drummond, “Malaysia and Singapore: The Looming Succession”, World Today, vol 47, no 3 (Mar. 1991); “Lee Steps Down But Holds Reins”, Herald Sun, 27 November 1990.
  3. “Tony Tan to Run for President”, ''The New Paper'', 23 June 2011 en. Tnp.sg (23 июня 2011 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: 2016-10-02.
  4. Singapore Elections Department en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: 2016-10-02.
  5. Tony Tan elected as Singapore's 7th President en. Hindustan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-27. ციტირების თარიღი: 2016-10-02.
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted