შინაარსზე გადასვლა

ფიშტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიშტი
ფიშტი
ფიშტი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კრასნოდარის მხარე
სიმაღლე 2867 
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ფიშტი (რუს. Фишт) — მწვერვალი დასავლეთ კავკასიონზე, მდინარეების ბელაიისა და ფშეხის (ყუბანის აუზი) სათავეებში, რუსეთის კრასნოდარის მხარეში. სიმაღლე 2867 . აგებულია კირქვებით, რომლებშიც განვითარებულია კარსტი. გვხვდება მღვიმეები, ძაბრები. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყით, ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. არის კარული და დაკიდებული მყინვარები. დასავლეთი კედლიდან გადმოედინება ფიშტის ჩანჩქერი, რომლის წყალვარდნილის სიმაღლეა დაახლოებით 200 მ.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ფიშტი&oldid=151697“-დან