შინაარსზე გადასვლა

ქართლის სასპასპეტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ქართლის სასპასპეტო — ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში, მოიცავდა შიდა ქართლს, დაარსდა ფარნავაზ მეფის დროს.

„მეფეთა ცხოვრების“ ცნობით, ქართლის სამეფოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა მმართველმა ფარნავაზ მეფემ (ძვ. წ. IV საუკუნის ბოლო — ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) თავისი სამფლობელო გაყო ცხრა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად, აქედან რვა იყო საერისთავო (ერისთავით სათავეში) და ერთი სასპასპეტო (სპასალარით („სიფაჰსალარ“)/სპასპეტით („ერან სპაჰპატ“) სათავეში). სასპასპეტოს ტერიტორია, როგორც ყველაზე მთავარი ადმინისტრაციული ერთეულისა, მთლიანად მოიცავდა ისტორიული შიდა ქართლის რეგიონებს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონს. ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილმა სამხედრო-ადმინისტრაციულმა მოწყობამ პრაქტიკულად უცვლელი სახით იარსება მთელი ელინისტური ხანის (ძვ. წ. IV-ძვ. წ.I სს.) და გვიანანტიკური პერიოდის (ახ. წ. I-IV სს.) განმავლობაში. მთელ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია, რომელიც ქართლის სასპასპეტოში შედიოდა, ქართლის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო.

ისტორია

პირველი ეტაპი

თავდაპირველად ფარნავაზ მეფემ შემოიღო სპასპეტის წოდება, რომელმაც იხელმძღვანელა სპარსული ტრადიციებით და შიდა ქართლის ტერიტორიაზე დააარსა ერთი სასპასპეტო. თარგი:Blockquote

მეორე ეტაპი

მოგვიანებით, თამარ მეფის დროს მოხდა შიდა ქართლის სამ სასპასპეტოდ დაყოფა. თარგი:Blockquote

აღნიშნულმა დაყოფამ იარსება ვახუშტი ბატონიშვილის დრომდე, რომელსაც თავის „საქართველოს გეოგრაფიაში“ აღწერილი აქვს სამივე სასპასპეტოს ტერიტორიული მოწყობა.

ერთი სასპასპეტო მდებარეობდა მტკვარსა და თრიალეთის ქედს შორის, ტაშისკარიდან თბილისამდე.

ვიკიციტატა
„ხოლო არს მეოთხე სასპასპეტო ტფილისიდამ ვიდრე ტაშის-კარამდე, მეფისა თანამყოფნი და იმზღურების: აღმოსავლით, ლილოს საზღვრით, რომელი განვლის ხაზი შარობის ლილოსასა, აღმოსავლით სამხრით ლოჭინამდე, რომელსა ეწოდების ომანისხევი; მუნით განვლის სამგორსა და ჩადივარს შუა და მრავალწყაროსა და სათის-ჭალას შუა და მიადგების ბერთ-უბნის ღელესა. ხოლო ლილოდამ ჩრდილოთკენ მიადგების ხევძმარს და ხევძმარი მტკვარს მიადგების, და მტკვრის კიდე მცხათამდე; სამხრით ლოჭინისხევი, და გამოღმართ კრწანისის გორა, და სკვირეთის ჩრდილოთ კერძი სხალდიდამდე და სხალდიდიდამ დიდგორის მთამდე მიყოლით ერიქალის მთა, კლდეკარი, ერჯევანი, თორის მთა და გაყოლით ნარიანის ხაზი ტბის ყურამდე; ჩრდილოთ მტკვარი და დასავლით დამჩხერალოდამ სადგერსა და თორს შუა, ბაკულიანის მთამდე და ტბის-ყურამდე. ხოლო ტფილისის სამხრით ერთვის მტკვარს კრწანისის ხევი, დასავლეთიდამ კუმისისა და შინდისის მცირე მთებიდან გადმომდინარენი.“

ქართლის სპასპეტები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

თარგი:იბერიის საერისთავოები