ქეი-ყუბად III
ქეი-ყუბად III | |
---|---|
علا الدين كيقباد بن فراموزس | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1298 |
მმართ. დასასრული: | 1302 |
წინამორბედი: | მასუდ II |
მემკვიდრე: | მასუდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1283 |
გარდ. თარიღი: | 1302 |
სრული სახელი: | ʿAlāʾ ad-Dīn Kayqubād bin Farāmurz |
რელიგია: | სუნიზმი |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ქეი-ყუბად III (თურქ. III. Alâeddin Keykubad; (არაბ. علا الدين كيقباد بن فراموزس) — რუმის სულთანი 1298–1302 წლებში. მართავდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილს. იგი იყო ქეი-ქავუს II-ის ძმისშვილი და თურქმანების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. როგორც სულთანი იგი იყო მონღოლების ვასალი და რეალური ძალაუფლება არ ჰქონია.
პირველად სელჩუკთა ტახტზე პრეტენზია გამოაცხადა 1283 წელს, თურქმანმა ყარამანიდებმა იგი სცნეს სულთნად, თუმცა ქეი-ყუბადი დაამარცხა ვეზირმა ფახრ ალ-დინ-ალიმ და თავი შეაფარა კილიკიის სომეხთა სამეფოს[1]. 1298 წლამდე მის შესახებ არაფერია ცნობილი. ამ წელს იგი მასუდ II-ის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ გახდა რუმის სულთანი. იგი არაპოპულარული მმართველი იყო და 1302 წელს ილხანთა საყაენოში სტუმრობისას, მონღოლებმა ქეი-ყუბად III სიკვდილით დასაჯეს და კვლავ მასუდ II დააბრუნეს ტახტზე.
რესურსები ინტერნეტში
- Prof. Dr. Mehmet Eti. Seljuqs of Rum, Kay-Qubadh III, silver dirham. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-01.
სქოლიო
- ↑ Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams, (New York: Taplinger, 1968) p. 294
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: მასუდ II |
რუმის სულთანი 1298–1302 |
შემდეგი: მასუდ II |
|