ჩიტიანის ეკლესის ნანგრევი
იერსახე
ჩიტიანის ეკლესის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიტიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ტერიტორია, რომელზეც ეკლესია დგას, სოფლის სასაფლაოს ეკუთვნის. დარბაზული სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესია გეგმით მართკუთხედია. საკურთხეველში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. დასავლეთით სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შესასვლელი ღიობია დატანებული. ნაგებობის თაღ-კამარა და გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია, კედლები დაშლილი და დეფორმირებულია.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 218. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.