ცოცხმაგარა
იერსახე
ცოცხმაგარა (ლათ. Lythrum) — მცენარეთა გვარი ცოცხმაგარასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად დაბალი ბუჩქებია.
30-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, კავკასიაში გვხვდება 7 (2 ენდემი), საქართველოში 3. მეწამული ან ვარდისფერი ყვავილები აქვთ. ნაყოფი მშრალი კოლოფია.
იზრდებიან ტენიან მდელოებზე, მდინარეების, ჭაობებისა და თხრილების ნაპირებზე, ნესტიან ბუჩქნარებში, სარეველად ბრინჯის პლანტაციებში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 242.