ცრუცუგა
იერსახე
ცრუცუგა (ლათ. Pseudotsuga) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. უმეტესობა დიდი ხეა (100 მეტრი სიმაღლის). აქვს მურა რუხი ქერქი, დაკიდებული გირჩები. ცოცხლობს 500-700 წლამდე. 18-მდე სახეობა იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიასა და ჩინეთის მთებში. მენზისის ანუ დუგლასის ცრუცუგა (P. menziesii) მოშენებულია კავკასიის, მ. შ. დასავლეთ საქართველოს ბაღებსა და პარკებში. ცრუცუგას მერქანს სამშენებლო და ავეჯის წარმოებაში იყენებენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 244.