ცხვარიო
ცხვარიო, მეჭეჭებიანი ქამა (ლათ. Agaricus tabularis) — ბაზიდიუმიანი სოკო ქამასოკოს გვარისა.
საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. გავრცელების არეალი მოიცავს ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით.
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus anomalus var. tabularis Fr., [1]
- Cortinarius tabularis (Fr.) Fr., [2]
- Dermocybe tabularis (Fr.) Wünsche, Die Pilze. [3]
აღწერა
ქუდის დიამეტრი 5–20 სმ-მდე აღწევს. მოთეთრო, ბრტყლად ამობურცული, მკვრივი, ხორცოვანი. ზედაპირი დაფარულია ღრმადდახეთქილი და საკმაოდ დიდი ქერცლებით. ფირფიტები ვიწროა, თავიდან თეთრი ან მოთეთრო, მოგვიანებით — მურა-მოყავისფრო.
ფეხი მოთეთრო, 3–4 სმ-მდე სიგრძისა და 1–3 სმ-მდე სისქისაა, საკმაოდ ფართო, სქელი და მკვრივი. აქვს საკმაოდ სქელი საყელო.
რბილობი მოთეთრო, შეხებისას ან გადატეხვისას ჰაერზე მოყვითალო შეფერილობას იღებს.
სპორები — განიერ-ელიფსური, მურა-მეწამული, 8–12×5–8 მკმ.[4]
კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. განოიყენება ახალი.[5]
გავრცელება
გავრცელების არეალი მოიცავს ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. შეტანილია უკრაინის წითელ წიგნში.
იზრდება ნიადაგზე, სუბალპურ ტყის პირებში, სუბალპურ მდელოზე, ზაფხულ-შემოდგომით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
- Agaricus tabularis Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — Fungi.Biodiversity-Georgia.net
სქოლიო
- ↑ Systema Mycologicum 1: 221 (1821)
- ↑ Systematis Mycologici: 284 (1838)
- ↑ Eine Anleitung zur Kenntniss derselben: 126 (1877)
- ↑ ცხვარიო. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2020.
- ↑ ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 164
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted