ხვამლი
ხვამლი | |
---|---|
ხვამლის მასივი, ხედი ქუთაისიდან ჯაბა ლაბაძის ფოტო ხვამლის მასივი, ხედი ქუთაისიდან ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2002 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი საქართველოში, ლეჩხუმში, რეგიონის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.
ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:
საინტერესოა დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა:
ესკიზის შექმნის შეცდომა: | „ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა.“
|
ხვამლი როგორც ანტიკურ-მითოლოგიური ადგილი
ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი, იგივე ხომლი, მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. ხვამლი არის მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.
ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”:
ესკიზის შექმნის შეცდომა: |
2020 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 474.
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 385-386.
რესურსები ინტერნეტში
თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted