Bethesda Softworks
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი |
ინტერაქტიული გართობა ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 1986, ბეთესდა, მერილენდი, აშშ |
დამაარსებელი | კრისტოფერ უივერი |
სათავო ოფისი | როკვილი, მერილენდი, აშშ |
მმართველი |
ვლატკო ადონოვი ტოდ ჰაუარდი |
პროდუქცია |
The Elder Scrolls Fallout 3 Fallout: New Vegas Fallout 4 |
მფლობელი | ZeniMax Media |
შვილობილ(ებ)ი | Bethesda Game studios |
საიტი | bethsoft.com |
Bethesda Softworks LLC — ვიდეო თამაშების გამომცემელი ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა ქალაქ ბეთესდაში, მერილენდის შტატში,[1] მაგრამ საბოლოოდ, მათ ადგილმდებარეობა შეიცვალეს და გადავიდნენ როკვილში, მერილენდის შტატი.
Bethesda ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია როლურ თამაშებში. მის მთავარ ნამუშევართა სიაში შედის: The Elder Scrolls სერიები და პოსტაპოკალიფტური Fallout 3, Fallout: New Vegas და Fallout 4, რომლებიც წარმოადგენენ ცნობილი თამაშის, Fallout-ის გაგრძელებას.
ისტორია
Bethesda როგორც ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი, ამ სფეროში 20 წელიწადს მოღვაწეობდა. 2001 წელს კომპანიამ შეწყვითა თამაშების შექმნა და აქცენტი მხოლოდ მათ გამოშვებაზე გადაიტანა, ხოლო თამაშებს 2001 წლიდან ქმნის მისი შვილობილი კომპანია Bethesda Games Studios. კომპანია დაარსებული იქნა 1986 წელს,[2] კრისტოფერ უივერის თაოსნობით ქალაქ ბეთესდაში, მერილენდის შტატში. კომპანიას აქვს ხანგრძლივი ისტორია ვიდეო თამაშების შექმნაში. 1999 წელს კრისტოფერ უივერმა და რობერტ ა. ოლტმენმა დააარსეს Bethesda-ს მშობელი კომპანია ZeniMax Media.
Bethesda იყველაზე კარგად ცნობილია The Elder Scrolls სერიების შექმნით. პირველი სერია ამ სათაურით The Elder Scrolls: Arena გამოვიდა 1994 წელს. ამას მოჰყვა კიდევ სხვა მრავალი გაგრძელაბა. თამაშს აქვს ოთხი პირდაპირი გაგრძელბა, Battlespire (1997), Morrowind (2002), Oblivion (2006) და ბოლოს, Skyrim.
კომპანია ასევე ცნობილია ფილმების დაფუძნებული თამაშების გამოშვებით: Terminator, Star Trek და Pirates Of The Caribbean. 2004 წელს Bethesda-მ Interplay Entertainment-ისგან შეიძინა Fallout-ის ფრენჩაიზი. Fallout 3-ის შექმნის უფლება გადაეცა Bethesda Game Studios. Fallout 3 გამოშვებული იქნა 2008 წლის 28 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ოთხი DLC — Operation: Anchorage, The Pitt, Broken Steel, Point Lookout, Mothership Zeta. 2010 წელს გამოვიდა მომდევნო თამაში Fallout: New Vegas. უკანასაკნელი ნაწილი Fallout სერიიდან არის Fallout 4, გამოშვებული 2015 წლის 10 ნოემბერს. მას აგრეთვე გამოშვებული აქვს სხვადასხვა თამაშები, ესენია: Brink, Hunted: The Demon's Forge, Wet, Rogue Wariorrior, Rage, Dishonored, Wolfenstein: The New Order და The Evil Within.
Bethesda Softworks-ის მიერ შემუშავებული თამაშები
გამოქვეყნებული თამაშები
სია მოიცავს Bethesda Softworks-ის მიერ გამოქვეყნბულ თამაშებს, რომლებიც შექმნილი იქნა სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების დეველოპერების მიერ.
რესურსები ინტერნეტში
- Bethesda Softworks' MobyGames-ზე
- ოფიციალური საიტი
- ZeniMax Media Inc.
- Bethesda Softworks Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Vir2L Studios Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ZeniMax Media კომპანია
- Mud Duck Productions Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ZeniMax Media კომპანია
- The Elder Scrolls - ოფიციალური საიტი
- Moby Games — შეიცავს ბიოგრაფიას Bethesda Softworks-ის დამფუძნებელ კრისტოფერ უივერზე
- PCline Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — კომპანიის მიმართულება
სქოლიო
- ↑ Company Profile. ZeniMax Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-09. ციტირების თარიღი: 2015-06-18.
- ↑ About ZeniMax Media კომპანიის ოფიციალური საიტი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|
|