![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/langka-18px-Facebook_icon.svg.png)
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a5/Instagram_icon.png/17px-Instagram_icon.png)
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/30/Wikipedia_Asian_Month_Logo_v2_%28ka%29.svg/langka-100px-Wikipedia_Asian_Month_Logo_v2_%28ka%29.svg.png)
„ვიკიპედიის აზიის თვე“,
შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზები!
Ka:წაშლილი გვერდების განხილვები/2011/განხილვა:ციცო ხარაიშვილი
ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაცია ციკლით - რითი დამსახურებული, რომ ენციკლოპედიაში შედის? ციცო ხარაიშილი? ხარაიშვილი ალბათ ციცოს სახლში ეძახიან.--ცანგალა (გ) 14:18, 29 მაისი 2011 (UTC)
წასაშლელია — დავით პასუხი 14:30, 29 მაისი 2011 (UTC)
- არ ვიცი ახლა როგორ არის, მაგრამ ადრე პედაგოგებთან მქონდა შეხება, რომლებიც ვალდებულები იყვნენ კვალიფიკაცია გაეარად ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ. ერთი დახელოვნების ინსტიტუტი (ქ. თბილისის) იყო პლეხანოვზე, სადაც ამჟამად სათნოების სახლია იმ მიდამოებში, ხოლო მეორე რესპუბლიკის, მუსკომედიის მიდამოებში. დავიჯერო ასეთი რთულია კვალაფიკაცია? კვალიფიკაცია ეს მარტივია უსმენ, უსმენ უსმენ და აიმაღლე კვალიფიკაცია. დავიჯერო რამე სერიოზული თემები დაამუშავა? და კიდევ თავისი პირადი გვერდი უნდა ჰქონდეს, რომ ვიკიში ჩაიწერო თუ არ ვცდები).--ცანგალა (გ) 14:53, 29 მაისი 2011 (UTC)
საქმე იმაშია, რომ სტატიის ავტორმა არ გვანახა ის, თუ რა დამსახურება აქვს ამ ქალბატონს ქართულ მეცნიერებაში. თავისთავად არ უნდა იყოს ვიკი ყოველივეს ჩასაწერი. აი მე მაგალითად, როცა მეცნიერეზე სტატიას ვაკეთებ, მაქს. ვცდილობ, რომ დავანახო თუ რა დამსახურება აქვს ამა თუ იმ მეცნიერს თავისი ერის წინაშე (მაგ. იხ. ლევან მარუაშვილი).--Otogi განხილვაწვლილი 14:58, 29 მაისი 2011 (UTC)
- აი მე კი მგონია, რომ ამ სტატიის ავტორმა მაქსიმალურად გვანახა ის დამსახურებები რაც ქალბატონ ციცოს აქვს :). სწორედ მაგიტომაა წასაშლელი :). — დავით პასუხი 15:02, 29 მაისი 2011 (UTC)
გამარჯობათ, დღეს ვცდილობდი შემექმნა გვერდი ადამიანზე, რომელიც იყო ქართველი მეცნიერი, პირველი ონკო-გინეკოლიგი ქალი, მასზე ელექტრონული ინფორმაცია არსად მოიპოვებოდა, თუმცა არ მომეცა შესაძლებლობა დამესრულებინდა ამ გვერდის შექმნა, მონაცემები მისი დამსახურების შესახებ არსებობს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, სადაც ინახება მისი პირადი საქმე და თუ შეიძლება დამეხმარეთ როგორ შეიძლება ასეთ დროს ელექტრონული წყაროების გარეშე შევქმნა გვერდი, ეს გვერდი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს (კოლეგებს, პაციენტებს და სხვა) გაეცნონ ინფორმაციას მისი მოღვაწეობის შესახებ. ვიკიპედიაში ვცდილობდი მეპოვნა ინფორმაცია დამსახურებული ონკო-გინეკოლოგების შესახებ და ვერაფერი აღმოვაჩინე ვერც ლევან ჩარკვიანის, ვერც გულნარა გესამიას, თამარ დეკანოსიძის და სხვა დამსახურებული მეცნიერების შესახებ, ჩემი აზრით, ასეთ ადამიანებზე ინფორმაცია აუცილებელია არსებობდეს. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი დაინტერესება და მომცეთ რჩევები როგორ შევქმნა გვერდი.