გამოსაშვები გამოცდები

04:27, 19 ნოემბერი 2023-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

გამოსაშვები გამოცდებისაატესტატო გამოცდები, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. მოსწავლეები რვა[1] საგანს აბარებენ. ტესტირება ხდება CAT (ინგლ. Computerized adaptive testing - კომპიუტერული ადაპტური ტესტირება) სისტემით, რომელიც მორგებულია საქართველოსთვის. ტესტირებებისას, ერთი საგანში ჩაჭრის შემთხვევაშიც, მოსწავლეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება აღარ ეძლევა[2]. ჯერჯერობით, გადასალახი ზღვარი თითოეული საგნისთვის არაა დადგენილი. 2011 წლის 21 ივნისის განცხადებით, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იმ სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობის შესწავლა დაიწყო, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს[3]

CAT სისტემა

გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე განათლების ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერისტეტის (აშშ) პროფესორი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვამინათან ჰარიჰარანი მუშაობს. აღსანიშნავია, რომ სწორედ სვამინათან ჰარიჰარანია იმ თეორიის ავტორი, რომელიც საფუძვლად დაედო CAT-ის ტიპის საგამოცდო სისტემის შექმნას.

სვამინათან ჰარიჰარანის განცხადებით, CAT-ის ძირითადად უპირატესობა ისაა, რომ კომპიუტერული ტესტირება ორჯერ ამცირებს ტესტის ადმინისტრირების დროს. “მოსწავლეს მხოლოდ იმ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა რომელიც მის შესაძლებლობას შეეფერება, რაც თავის მხრივ გვაძლევს საშუალებას ძალზედ სწრაფად დავადგინოთ აპლიკანტის ცოდნის დონე და უნარები“ - აცხადებს სვამინათან ჰარიჰარანი[4]. მოსწავლე გამოსაცდელი ტესტირების დასრულებისთანავე იგებს შედეგს[5]. თუმცა ტესტირება კომპიუტერის მეშვეობით ხდება, როგორც დავით ჭანკოტაძე აცხადებს, გამოცდის სისტემა არ მოითხოვს კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილებას ან განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს[6].

გამოცდების გამსვლელი ბარიერი

გამოცდების დამთავრების შემდეგ გამოცხადდა გამოსაშვები გამოცდების პირველი წლის გადასალახი ზღვარი. გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში განისაზღვრა 5.5 ქულით. თუმცა, გამონაკლისი აღმოჩნდა პირველი წელი, როდესაც მაქსიმუმ 3 საგანში მინიმუმ 5.2 ქულა გადალახულად ჩაითვალა. შემდეგი წლებიდან ეს შეღავათი აღარ იქნება. გამონაკლისი აღმოჩნდა არაქართულენოვანი სკოლებიც, სადაც პირველი წლისთვის ქართულ ენაში 5,1 (შემდეგი წლიდან 5,3) ქულა გახდა ბარიერი.[7]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ქართული ენა და ლიტერტატურა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა ასეთივე მიმდევრობით.
  2. ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან[მკვდარი ბმული], გამოცდების ეროვნული ცენტრი.
  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted – 21.06.2011
  4. საატესტატო გამოცდები - Cat-ის სემინარი[მკვდარი ბმული], გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი.
  5. Computer Adaptive Testing ანუ მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტი[მკვდარი ბმული], გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი.
  6. ინტერვიუ საინფორმაციო ტექონლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელთან Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, გამოცდების ეროვნული სისტემის ვებ-გვერდი.
  7. საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გამოცდების ეროვნული ცენტრი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted