თინგვადლავატნი

18:07, 21 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თინგვადლავატნი (ისლ. Þingvallavatn) — გამდინარე ტბა ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 103 მ სიმაღლეზე. თინგვადლავატნი ისლანდიის უდიდესი ტბაა.

თინგვადლავატნი
თინგვადლავატნი
თინგვადლავატნი
კოორდინატები: თარგი:Nobr
მდებარეობა ესკიზის შექმნის შეცდომა:  ისლანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 103 
ფართობი 84 კმ²
საშუალო სიღრმე 34 
მაქსიმალური სიღრმე 114 
გამომდინარე მდინარე სოგი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სარკის ფართობი 84 კმ², საშუალო სიღრმე 34 მ, უდიდესი სიღრმე 114 მ.[1] მდებარეობს ვულკანურ პლატოზე არსებულ ტექტონიკურ ღრმულში. ტბაში არსებობს ვულკანური გენეზისის კუნძულები.

თინგვადლავატნის გარშემო არსებული ნასხლეტები მიუთითებს, რომ ამ ადგილას ევროპისა და ამერიკის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ტბაში განლაგებულია სილფრის რიფტი. წარმოადგენს თინგველირის ეროვნული პარკის ნაწილს. ტბიდან გამოედინება მდინარე სოგი (სიგრძე დაახლოებით 20 კმ). განვითარებულია თევზჭერა. ძირითადად იჭერენ კალმახს. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე საფუძველი ჩაეყარა ისლანდიის პარლამენტს — ალთინგს 930 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted