წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბი

10:10, 18 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გერბიწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა

გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილი, იყოფა ოთხ ნაწილად.

  • I ნაწილი — მწვანე ველზე ექვს-კოშკიანი ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომელზეც აღმართულია ოქროს ტარიანი ვერცხლის ხორუგვი. ხორუგვზე გამოსახულია მეფე თამარის მეწამული ხელრთვა.
  • II და III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის შადრევანი ოქროს სამი წყაროთი.
  • IV ნაწილი — მწვანე ველზე ოქროს დინოზავრი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „წყალტუბო“.

რესურსები ინტერნეტში