ვახტანგ პაპავა

19:05, 24 დეკემბერი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ვახტანგ გრიგოლის ძე პაპავა (დ. 22 ივნისი, 1950, ჩხოროწყუ) — ქართველი მექანიზატორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1967-1973) და სსსი მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ფაკულტეტი (1977-1982). 1967 წლიდან მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერიმენტული მეცნიერ მუშაკად და ინსტიტუტის წარმოების მთავარ მენეჯერად. ვაზის მყნობის პროცესების კომპლექსური მექანიზაციის ტექნოლოგიური საშუალებების შემუშავება-შექმნისათვის, მისი ტექნოლოგიური პროცესების გამოკვლევისა და წარმოებაში დანერგვისათვის გრიგოლ პაპავასთან ერთად (26 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდას) მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1977). დაჯილდოებულია სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენების მთავარი კომიტეტისგან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. <templatestyles src="ფაქტი/styles.css" />გარდაიცვალა 2023 წლის 25 ოქტომბერს. [წყარო არ არის მითითებული 410 დღე]

თხზულებები

  • ვაზის მყნობის მექანიზაცია, თბ., 1960 წ.

ლიტერატურა