კოგინასი
კოგინასის ტბა (იტალ. Lago di Coghinas) — ხელოვნური ტბა იტალიაში, კუნძულ სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს სასარისა და ოლბია-ტემპიოს პროვინციებს შორის. მისი ფართობი 17,8 კმ²-ია, ტევადობა კი 254 მ³ წყალი, რის შედეგადაც ის რეგიონის მეორე უდიდესი ტბა (ომოდეოს ტბის შემდეგ) და იტალიის ერთ-ერთი უმთავრესი წყალსაცავია.
კოგინასი | |
---|---|
Lago di Coghinas | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | იტალიის დროშა იტალია |
ფართობი | 17,8 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | კოგინასი, რიუ-მანუ |
გამომდინარე მდინარე | კოგინასი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
დამბა, რომელიც ფაშისტური რეჟიმისას აშენდა 1924 წელს, 185 მეტრი სიგრძის და 58 მეტრი სიგანისაა. მისი ფუნქციაა წყლის შეგუბება, მაგრამ ასევე გააჩნია ჰიდროელექტროსადგური.
ტბა მდიდარია ეკოსისტემით, ამავე დროს იგი იქცა მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად — მის სანაპიროებზე გამოჩნდა სასტუმროები, რესტორნები და აფროსნობის კლუბი.