გალაქტიონ ალფაიძე
გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე (დ. 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1916, სოფ. კურსები, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 2 მაისი, 2006, რიაზანი, რუსეთი) — გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945).
გალაქტიონ ალფაიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯარის სახეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წოდება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეთაურობდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბრძოლები/ომები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
გალაქტიონ ალფაიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრის სოფელ კურსებში 1916 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ქვისმთლელად მუშაობდა. 1933 წლიდან სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ (1937) ელექტროტექნიკოსად მუშაობდა რიონჰესზე. 1940 დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი, მიენიჭა ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა ოცმეთაურად საარტილერიო პოლკში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მეთაურობდა საარტილერიო პოლკს, იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაისთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან (აქ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება), ბუდაპეშტთან და სხვა. 1946 წელს აირჩიეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1951 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 5 სხვა ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 343.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981