სანფორდი
სანფორდი (ინგლ. Mount Sanford) — ფარისებრი ვულკანი[1] ალასკაზე. სიმაღლე 4949 მ. აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვულკანი. აგებულია უმეტესად ანდეზიტებით.
სანფორდი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: სანფორდი (მარცხნივ) და ვრანგელის მთა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | აშშ-ის დროშა აშშ |
სიმაღლე | 4949[1] მ |
ტიპი | ფარისებრი ვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | დაახლ. 320 000 წლის წინ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოადგენს პლეისტოცენური დროის ვულკანს, რომელსაც მკვეთრად ციცაბო ფერდობები აქვს. წარმოიქმნა დაახლოებით 900 000 წლის წინ სამი შედარებით მცირე ფარისებრი ვულკანის ბაზაზე, რომლებიც შემდგომ შეერთდნენ. მნიშვნელოვანია 18 კმ სიგრძის ლავური ნაკადი, რომელმაც გზა გაიკვლია ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს.
320 000 წლის წინ ვულკანის ფერდობებიდან გამოიყოფოდა კიდევ ერთი ლავური ნაკადი, რომელიც რიფტული ზონიდან იფრქვეოდა. ეს უკანასკნელი იყო ბაზალტური შედგენილობის, რომლის ქანები დათარიღებულია რადიომეტრიის საშუალებით.[1] სანფორდი პირველად დაიპყრეს ტერის მურმა და ბრედფეროდ უაშბერნმა 1938 წლის 21 ივლისს.
რესურსები ინტერნეტში
- ვულკანი სანფორდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 "Sanford". Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2011-11-28.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted