საქსჰორნები

14:54, 1 თებერვალი 2016-ის ვერსია, imported>Surprizi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

საქსჰორნები (გამომგონებლის გვარი — საქსი და გერმ. Horn — რქა), სასულე მუნდშტუკიან საკრავთა ოჯახი, რომლის კონსტრუქტორია ადოლფ საქსი. გამოირჩევა მენზურისა და ფორმის (ტუბისებური) ერთგვაროვნებით. თავდაპირველად საქსჰორნების 7, შემდეგ კი 9 ნაირსახეობა არსებობდა (სოპრანინოდან სუბკონტრაბასამდე). მუსიკის პრაქტიკაში საქსჰორნებს ხშირად უწოდებენ ჩვეულებრივ სპილენძის სასულე საკრავების 3 ნაირსახეობას — ალტს, ტენორსა და ბარიტონს.

მარცხნიდან მარჯვნივ: ალტი, ტენორი და ზუფონიუმი

ლიტერატურა