ჰელიოფიზიკა
ჰელიოფიზიკა (ჰელიო... და ფიზიკა) — ასტრონომიის დარგი, რომელიც შეისწავლის მზის ფიზიკურ თვისებებს; მზის ფიზიკურ პარამეტრებს (ტემპერატურა, სიმკვრივე, ელექტრო და მაგნიტური ველების დაძაბულობა და სხვ.) აგენენ დაკვირვების სპექტროსკოპული, სპექტრომეტრული, ფოტოგრაფიული, რადიოასტრონომიული, და სხვა მეთოდებით, მზის ფიზიკურ მოდელს კი აგებენ თეორიული ფიზიკის მეთოდების მოშველიებით.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d5/Evolving_Heliophysics_System_Observatory.jpg/300px-Evolving_Heliophysics_System_Observatory.jpg)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 616.