ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი — ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ[1].
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დეტალები | |
დამტკიცდა | 27 დეკემბერი, 2012 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, მცირე ფარი - მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხესიმაგრე |
ფარმჭერები | ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა |
დევიზი | ზესტაფონი |
აღწერილობა
გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ჰყოფს ვერცხლის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზედაც მოთავსებულია მცირე ფარი - მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხესიმაგრე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ზესტაფონი“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted