ამრუმი

13:33, 28 იანვარი 2015-ის ვერსია, imported>Henry McCleanBot (clean up, removed: {{Link FA|frr}} using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ამრუმი (გერმ. Amrum) — გერმანიის კუთვნილი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მიეკუთვნება შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს. ფართობი 20,46 კმ²-ს შეადგენს.

ფაილი:Wadden - Amrun.PNG
კუნძულის მდებარეობა

ამრუმზე გავრცელებულია ფლორისა და ფაუნის მრავალი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა. ნიადაგი სოფლის მეურნეობისათვის არახელსაყრელია.

კუნძული გერმანიაში საკმაოდ პოპულარულ კურორტს წარმოადგენს და მისი 2,300 მოსახლე თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე.

ამრუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ამავე სახელწოდების შუქურა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ამრუმი&oldid=113269“-დან