მილა იოვოვიჩი
მილა იოვოვიჩი (რუს. Милица Йовович; დ. 17 დეკემბერი, 1975)[1] — ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო არაერთ სამეცნიერო ფანტასტიკურ და მოქმედებითი ჟანრის ფილმში. კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა; პირველად გამოჩნდა ჟურნალ „ლეის“ გარეკანზე. 1988 წელს პირველად მიიღო პროფესიონალური სამსახიობო როლი სატელევიზიო ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში“; იმავე წელს ითამაშა ფილმში „ორი მთვარის შერწყმა“. რამდენიმე უმნიშვნელო სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, 1989 წელს როლი მიიღო ფილმში „ცოლიანი, შვილებთან ერთად“. პოპულარობა მოუტანა ფილმმა „დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში“. 1992-1993 წლებში შესაბამისად ითამაშა ფილმებში „კაფსი“ და „კაიფში და არეულობაში“. შემდეგ, რამდენიმე ხნით ეკრანს ჩამოშორდა. 1997 წელს ბრიუს უილისთან ერთად ითამაშა ცნობილ ფილმში „მეხუთე ელემენტი“, ხოლო ორი წლის შემდეგ ფილმში „ჟანა დ`არკი“. აღსანიშნავია აგრეთვე ფილმების სერია „ბოროტების სავანე“.
მილა იოვოვიჩი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მილა იოვოვიჩი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | მილიცა იოვოვიჩი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი მუსიკოსი დიზაინერი |
აქტიური | 1985–დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) | ლიუკ ბესონი (1997-1999) |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
მილა იოვოვიჩი დაიბადა 1975 წლის 17 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში, მამამისის ბოგდან იოვოვიჩის, ეროვნებით სერბი[2][3] პედიატრისა და დედამისის თეატრის მსახიობის ეროვნებით რუსის — გალინა ლოგინოვას ოჯახში.[4] აღიზარდა რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებით.[5] 1980 წელს, როდესაც მილა 5 წლისა იყო მისმა ოჯახმა პოლიტიკური მიზეზების გამო საბჭოთა კავშირი დატოვა და საცხოვრებლად ქალაქ ლონდონში გადავიდა. მოგვიანებით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ, ჯერ საკრამენტოში (კალიფორნიის შტატი), ხოლო შემდეგ ლოს-ანჯელესში.
1980-იან წლებში მილას მშობლები მოსამსახურედ მუშაობდნენ რეჟისორ ბრაიან დე პალმას სახლში.[6] როდესაც მილა 15 წლისა იყო მამამისი არაკანონიერი სამედიცინო დაზღვევის გამო დააპატიმრეს და 1994 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 1999 წელს ციხიდან გაათავისუფლეს.[7] შტატებში დაბინავების შემდეგ მილა სწავლობდა სახელმწიფო სკოლაში და სულ რაღაც 3 თვეში ადვილად აითვისა ინგლისური ენა.[8] სკოლაში სწავლების დროს თანაკლასელები მას აჯავრდებდნენ რამეთუ იგი იყო ემიგრანტი საბჭოთა კავშირიდან.
ვიკიციტატა | „მე მეძახდნენ კომუნისტს და რუს ჯაშუშს. მე არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ ვყოფილვარ ამხანაგური წრის წევრი.“
|
[9] 12 წლის ასაკში მილამ სკოლა მიატოვა რათა სამოდელო კაირიერით დაკავებულიყო. 1994 წელს მილა იოვოვიჩი გახდა აშშ-ის მოქალაქე.[10]
9 წლის ასაკში სიარული დაიწყო სამოდელო სინჯებზე. იგი აღმოაჩინა ჯინ ლემიუელმა, როდესაც იგი იღებდა იოვოვიჩის სატესტო ფოტოსურათებს, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნული ფოტოსურათები ლოს-ანჯელესში უჩვენა ჰერბ რიტს. მომდევნო დღეს, რიტსმა დაჯავშნა იოვოვიჩის სურათები იტალიური ჟურნალის ლეის გარეკანისთვის. მოგვიანებით იოვოვიჩი გამოჩნდა ჟურნალ The Face-ის გარეკანზე, რომელმაც მისცა საშუალება იოვოვიჩს გაეფორმებინა კონტრაქტი Vogue და Cosmopolitan-ის ჟურნალებთან. მას შემდეგ იოვოვიჩმა დაამშვენა დაახლოებით ასამდე სხვადასხვა ჟურნალის გარეკანი.
1985 წელს ჩააბარა კალიფორნიის პროფესიონალ სამსახიობო სკოლაში. 1988 წელს პირველად შეასრულა როლი ფილმში „ღამის გასეირნება კატმანდუში“. იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ორი მთვარის შერწყმა“. 1992 წელს კრისტიან სლეიტერთან ერთად ითამაშა ფილმში „კაფსი“. სხვა კინოროლებიდან აღსანიშნავია: „მეხუთე ელემენტი“, „ჟანა დ`არკი“, „მეოთხე სახეობა“, „სახეები ბრბოში“ და სხვ.
სამსახიობო და სამოდელო კარიერასთან ერთად, იოვოვიჩმა 1994 წელს გამოუშვა მუსიკალური ალბომი The Divine Comedy. იგი თავის ოფიციალურ საიტზე აგრძელებს სიმღერების დემო-ვერსიების გამოშვებას და ხელს უწყობს ფილმებისთვის დაწერილი საუნდტრეკების შექმნას. 2003 წელს კარმენ ჰოკთან ერთად შექმნა ტანსაცმლის ხაზი Jovovich-Hawk, რომელმაც 2008 წლამდე იარსება.[11] მილა იოვოვიჩი არის საპროდიუსერო კომპანიის Creature Entertainment-ის მფლობელი.
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1988 | ფ | ორი მთვარის შერწყმა | Two Moon Junction | სამანთა |
1991 | ფ | დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში | Return to the Blue Lagoon | ლილი |
1992 | ფ | კაფსი | Kuffs | მეია კარლტონი |
1992 | ფ | ჩაპლინი | Chaplin | მილდრედი |
1993 | ფ | კაიფში და არეულობაში | Dazed and Confused | მიშელ ბეროუზი |
1997 | ფ | მეხუთე ელემენტი | The Fifth Element | ლილუ |
1998 | ფ | მისი თამაში | He Got Game | დაკოტა |
1999 | ფ | ჟანა დ'არკი | The Story of Joan of Arc | ჟანა დ'არკი |
2000 | ფ | ოქროს მტვერი | The Claim | ლუსია |
2001 | ფ | ოტელი მილიონი დოლარი | The Million Dollar Hotel | ელოიზა |
2001 | ფ | ზულენდერი | Zoolander | კატინკა |
2002 | ფ | ბოროტების სავანე | Resident Evil | ელისი |
2002 | ფ | სულელიც ყოფილხარ! | You Stupid Man | ნადინი |
2011 | ფ | თოჯინა | Dummy | ფანგორა |
2003 | ფ | სახლი თურქულ ქუჩაზე | No Good Deed | ერინ |
2004 | ფ | ბოროტების სავანე: აპოკალიფსი | Resident Evil: Apocalypse | ელისი |
2006 | ფ | ულტრავიოლეტი | Ultraviolet | ვიოლეტი |
2007 | ფ | .45 | .45 | კეტი |
2007 | ფ | ბოროტების სავანე 3 | Resident Evil: Extinction | ელისი |
2009 | ფ | იდელური გაქცევა | A Perfect Getaway | სიდნი |
2009 | ფ | მეოთხე სახეობა | The Fourth Kind | ებიგეილი |
2010 | ფ | სტოუნი | Stone | ლუსიეტა |
2010 | ფ | ბოროტების სავანე 4 | Resident Evil: Afterlife | ელისი |
2010 | ფ | ბინძური გოგონა | Dirty Girl | სიუი-ენი |
2011 | ფ | ვიკრუტასები | Vykrutasy | ნადია |
2011 | ფ | ბობის აღზრდა | Bringing Up Bobby | ოლივი |
2011 | ფ | სამი მუშკეტერი | The Three Musketeers | მილედი |
2011 | ფ | სახეები ბრბოში | Faces in the Crowd | ანა |
2012 | ფ | ბოროტების სავანე 5 | Resident Evil: Retribution | ელისი |
2014 | ფ | სიმბელაინი | Cymbeline | დედოფალი |
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Official Website Biography. Millaj.com. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ The Official Milla Jovovich Website :: Biography. ციტირების თარიღი: 2008-11-10.
- ↑ Milla: The world's richest model. Forbes (2004-07-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-07. ციტირების თარიღი: 2007-12-29.
- ↑ Frequently Asked Questions. Milla Jovovich official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 1, 2011. ციტირების თარიღი: November 11, 2011.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Cushing, Colin. (1996)Just Milla, please. ციტირების თარიღი: 2007-10-20.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Jovovich – Hawk Close. Zimbio.com (2008-08-06). ციტირების თარიღი: 2010-12-10.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted