ფაქსი

12:05, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია, imported>Otogi (მომხმარებლის Otogi ცვლილებების გაუქმება (№4333697))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ფაქსი (ინგლ. fax) — სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით გადასცემენ გამოსახულებას ელექტრული სიგნალებით. წარმოადგენს ტელეფონისა და ტელექსის სინთეზს. იგი განიხილება როგორც ასლის გადაღების სისტემა, რომელიც ადრესატს აძლევს დოკუმენტის ასლს.

ფაილი:Samfax.jpg
Samsung-ს ფირმის ფაქსის მანქანა

ფაქსიმილე (ლათ. fac simile – გააკეთე მსგავსი) ხელმოწერის ნიმუშია. სწორედ აქედან წარმოსგება ტერმინი „ფაქსი“. ფაქსიმილური შეტყობინება შავ-თეთრი გამოსახულებაა, რომელიც გადაიცემა ფაქსის აპარატით სატელეფონო კავშირის საშუალებით.[1] ფაქსიმილური დოკუმენტები სულ უფრო დიდ როლს ასრულებენ საქმიან მიმოწერაში. ყოველ გვერდზე მანქანით ნაბეჭდს ვიწრო ზოლად უნდა ჰქონდეს ადგილობრივი საფოსტო ინფორმაცია, ანუ კომპანიის ნომერი, ფაქსის ნომერი და ა.შ. ეს დაპროგრამებულია მოწობილობაში. შეტყობინების გადაცემა ხდება ტელეფონის ხაზებით, ამიტომ ფაქსის ნომერი ფაქტობრივად აბოენენტის ნომერს ემთხვევა. ქალაქის ფარგლებში ფაქსის გადაცემა ხდება ქვეყნის ან ქალაქის კოდის გარეშე.

შოტლანდიელი გამომგონებელი ალექსანდერ ბეინი მუშაობდა ფაქსის ტიპის ქიმიურ-მექანიკურ მოწყობილობაზე, ხოლო 1846 წელს ლაბორატორიული ექსპერიმენტების ხარჯზე მზად იყო წარმოებაში გაეშვა გრაფიკული ნიშნები. მან ფაქსის პირველი პატენტი მიიღო 1843 წელს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ფაქსი&oldid=117048“-დან