მაღალი ტაუერნი
მაღალი ტაუერნი (გერმ. Hohe Tauern) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ვრცელდება ავსტრიის სამხრეთ ნაწილში. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 110 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 3798 მ (გროსგლოკნერი, ავსტრიის უმაღლესი წერტილი). დამახასიათებელია ალპური ტიპის რელიეფის ფორმები. დასავლეთ ნაწილში არის მრავალრიცხოვანი კარული და ხეობის ტიპის მყინვარები. ჩრდილოეთი კალთებიდან სათავეს იღებენ მდინარე ზალცახის მარჯვენა შენაკადები, ხოლო სამხრეთი კალთებიდან — მდინარე დრავის მარცხენა შენაკადები. მაღალი ტაუერნის ღერძული ნაწილი აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. მთავარი ქედიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს მაღალი ტაუერნის ეროვნული პარკი (ფართობი დაახლოებით 1834 კმ²), რომელიც წარმოადგენს ალპების უდიდეს ნაკრძალს.
მაღალი ტაუერნი | |
---|---|
მაღალი ტაუერნის უმაღლესი წერტილი — გროსგლოკნერი მაღალი ტაუერნის უმაღლესი წერტილი — გროსგლოკნერი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ავსტრიის დროშა ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | გროსგლოკნერი |
სიმაღლე | 3798 მ |
სიგრძე | 110 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქედი გადაკვეთილია 3 გვირაბით. ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე გვხვდება წიწვოვანი ტყეები, უფრო მაღლა — ბუჩქნარები და მდელოები. ალპინისტების პოპულარული ადგილია. განვითარებულია სამთო-სათხილამური სპორტი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მაღალი ტაუერნი“ ვიკისაწყობში.
- მაღალი ტაუერნი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მაღალი ტაუერნი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)