სიძვა

16:32, 17 აპრილი 2022-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (188.169.135.187-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სიძვა — ძველ საქართველოში დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი, „უმეუღლეობის ბოზობა“ (საბა). ასეთ ქალს „მეძავი“, მამაკაცს კი „მსიძავი“ ერქვა. „მეძვისაგანი“ ანუ „სიძვით შობილი“ აღნიშნავდა ნაბიჭვარს, „სიძვის სასყიდელი“ — როსკიპის („წარმდები“, „სიძვის დედაკაცი“) გასამრჯელოს, ხოლო „მეზავთ-საძოვნებელი“ და „მეძავთუხუცესი“ („დიდი სჯულისკანონის“ ქართული თარგმანი) — სამეძაო სახლსა და მის პატრონს. „სიძვით დაცემისათვის“ სჯულისკანონი 3 თუ 7 წლით უზიარებლობას აწესებდა („სიძვისა კანონით“ განკანონება). „ცთუნება ქალწულისა უთხოველისაჲ“ ხალხური ზნეობით სისხლის აღებას იწვევდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=სიძვა&oldid=118773“-დან