Sounds That Can't Be Made
Sounds That Can't Be Made | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Marillion-Sounds.jpg | ||||||||||||
studio — | ||||||||||||
გამოცემის თარიღი | 17 სექტემბერი, 2012 | |||||||||||
ჩაიწერა | The Racket Club, ბაკინგემშირი და Real World Studios, 2011/2012 | |||||||||||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||
ლეიბლი | Ear Music | |||||||||||
პროდიუსერი | Marillion, მაიკ ჰანტერი[1] | |||||||||||
Marillion — ქრონოლოგია | ||||||||||||
Sounds That Can't Be Made — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2012 წლის 15 სექტემბერს. ჯგუფი მასზე 2011-2012 წლებში მუშაობდა. ამ ალბომის სიმღერა Power YouTube-ზე პრომოკამპანიის ფარგლებში, 2012 წლის 17 ივლისს გამოიცა.[2] ისტორია2010 წელს ჯგუფისგან ცნობილი გახდა, რომ ახალი ალბომი მხოლოდ 2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში გამოვიდოდა. ივნისში სტივ ჰოგართმა გამოაქვეყნა განცხადება: იმავე თვეში ჯგუფის მენეჯერმა, ლუსი ჯორდაქმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა გზავნილი, რომ იგი სტუდიაში იმყოფებოდა და ჯგუფის ახალ სიმღერებს უსმენდა. მისი თქმით, ალბომი გამაოგნებელი იქნებოდა. ალბომმა თავდაპირველად კოდური სათაური ProjectM17 შეიძინა. ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი აპირებდა ალბომის მხარდასაჭერ ტურნეს გამართვას. ლუსი ჯორდაქმა დაიწყო ახალი ალბომისა და ჯგუფის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. Yahoo-ზე შეიქმნა დახურული ჯგუფი სახელით ProjectM17. 2011 წლის ივლისში მარკ კელიმ განაცხადა, რომ ჯგუფი მუშაობდა ახალ სიმღერაზე „Power“. იგი იწერებოდა ალბომისთვის Radiation, თუმცა დასრულებული არ იქნა. მისი შეტანა დაგეგმილი იყო ალბომში Marbles, მაგრამ ის ჰგავდა სიმღერას „Invisible Man“, რის გამოც ამჯერადაც გადაიფიქრეს. ცნობილი იყო, რომ ორიგინალური სახე შეინარჩუნა მისმა ტექსტმა და არა მუსიკამ. იმავე ჯგუფი იწერებოდა პიტერ გებრიელის სტუდიაში Real World. 2012 წლის თებერვალში ცნობილი იყო, რომ მათ დაასრულეს მუშაობა 8 სიმღერაზე და აქედან ერთ-ერთი იყო ეპიკური ხასიათის კომპოზიცია. ჯგუფის თქმით, ალბომი არ ჰგავდა არც ერთ წინა დისკს. მარტში დაიწყო ალბომზე წინასწარი შეკვეთების მიღება. 2012 წლის 31 მაისამდე გაკეთებული შეკვეთის ავტორი მონაწილეობდა ვიქტორინაში, რომლის პრიზებს შორის იყო მომავალი ტურნეს ერთ-ერთი კონცერტის სრული საშვი, ჯგუფისგან პერსონალური სატელეფონო ზარი, რეპეტიციაზე დასწრება, პირადი მადლობა ალბომის ბუკლეტში და პირადი ვიდეოგზავნილი ჯგუფისგან. 2012 წლის მარტში ჰოგართი საკუთარ ბლოგში ასევე წერდა, რომ ჯგუფმა დაიწყო საფონო მუსიკის ჩაწერა. ცნობილი გახდა კიდევ ერთი სიმღერის სათაური - The Sky Above the Rain. აპრილში ცნობილი გახდა ალბომის სათაური - Sounds That Can't Be Made (ქართ. ხმები, რომელთა შექმნა შეუძლებელია). 2012 წლის ზაფხულისათვის დაიგეგმა ალბომის ორი გამოცემა - სტანდარტული და 128 გვერდიანი ბუკლეტისა და დამატებითი DVD-ს მქონე ვერსია. მაისში ასევე ცნობილი გახდა, რომ ალბომში შეტანილი იქნებოდა 8-9 სიმღერა, რომელთა შორის ერთ-ერთს, ისევე, როგორც ალბომს, Sounds that Can't be Made ეწოდებოდა. 17 ივლისს ჯგუფმა YouTube-ის არხზე გამოაქვეყნა ახალი სიმღერა „Power“.ივნისში დაიწყო ჯგუფის ამერიკული ტურნე. Marillion-მა ამ კონცერტებზე პირველად შეასრულა „Power“ [3] და „Lucky Man“. 2012 წლის 9 აგვისტოს YouTube-ის არხზე ჯგუფმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი ალბომის სიმღერების მიმოხილვით და სიმღერების ნაწყვეტებით. 4 სექტემბერს მოსასმენად გამოქვეყნდა სიმღერის Gaza სრული ვერსია. სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორია Marillion, გარდა სიმღერისა „Pour My Love“ (ტექსტი - ჯონ ჰელმერი) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სიმღერების შესახებ
ყდა2012 წლის მაისში ჯგუფმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ალბომის ყდა. იგი ეკუთვნის საიმონ უორდს, რომელიც აფორმებდა Marillion-ის რამდენიმე წინა DVD-ს და საკონცერტო ალბომებს. საგულისხმოა, რომ უორდის გარდა, გარეკანის დიზაინში გამოყენებული ანტონიო სეიხასის (ალბომის Happiness Is the Road დიზაინი) და ენდი რაიტის გრაფიკული ნამუშევრები.[4] პერსონალი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო |