ორთქლი

18:46, 14 აპრილი 2024-ის ვერსია, imported>Beqabai (2A0B:6204:8AC:3B00:213C:B39C:EDE9:DDD4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ორთქლი — ნივთიერული აირული მდგომარეობის სახელწოდება, როდესაც აირულ ფაზას შეუძლია წონასწორობაში იყოს იმავე ნივთიერების თხევად ან მყარ ფაზასთან (ე.ი. ისეთი მდგომარეობა, როდესაც ტემპერატურა და წნევა კრიზისულზე ნაკლებია). ორთქლსა და აირს შორის განსხვავება მცირეა, ამიტომ ეს დაყოფა პირობითია. როგორც წესი, ტერმინ „ორთქლ“-ს მაშინ იყენებენ, როდესაც ფაზური წონასწორობა ხორციელდება ჩვეულებრივი (ბუნებრივი) პირობებისათვის დამახასიათებელი T ტემპერატურისა და p წნევის დროს (მაგ., შეიძლება ვილაპარაკოთ სპირტის, ბენზოლის, იოდის, ნაფთალინის ორთქლზე).

ფაილი:Crepuscular Rays Beam through the Mist Blown from Takkakaw Falls.jpg
ორთქლი

გამონაკლისის სახით აირულ მდგომარეობაში მყოფ წყალს უწოდებენ ორთქლის კრიზისულ მნიშვნელობებზე მაღალი ტემპერატურისა და წნევისათვის მაშინ, როდესაც ნახშირორჟანგს (Co2) კრიზისულ ტემპერატურაზე დაბლაც აირს უწოდებენ. ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკური თვალსაზრისით ორთქლი და აირი ეკვივალენტური ტერმინებია.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ორთქლი&oldid=119934“-დან