შუმავა
შუმავა (ჩეხ. Šumava; გერმ. Böhmerwald) — ქედი ცენტრალურ ევროპაში. გეოგრაფიულად ვრცელდება ჩეხეთის, ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიაზე. ქმნის ბუნებრივ საზღვარს ერთი მხრივ, ჩეხეთსა და მეორე მხრივ, გერმანიასა და ავსტრიას შორის. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩეხურ და გერმანულ მხარებში ქედი განსხვავებული სახელებით აღინიშნება: ჩეხეთის რესპუბლიკაში ეწოდება შუმავა, ხოლო გერმანიაში ბოჰემიის ტყე. ჩეხეთის მასივის სამხრეთ-დასავლეთ კიდეა. სიგრძე დაახლოებით 140 კმ. საშუალო სიმაღლე 800-1400 მ. ბავარიულ მხარეზე მაქსიმალური სიმაღლეა 1456 მ (მთა გროსერ-არბერი), ხოლო ჩეხეთისა და ავსტრიის მხარეზე 1378 მ (მთა პლეხი).
შუმავა | |
---|---|
ფაილი:Grosser-Arber-002.jpg | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ჩეხეთის დროშა ჩეხეთი ესკიზის შექმნის შეცდომა: ავსტრია გერმანიის დროშა გერმანია |
უმაღლესი წერტილი | გროსერ-არბერი |
სიმაღლე | 1456 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
უმთავრესად აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. თხემი მოსწორებულია. დამახასიათებელია მკაცრი კლიმატი. ბევრია ტორფნარი. არის ძველი გამყინვარების ნიშნები. კალთები შემოსილია წიფლნარითა და მდელოს ბალახეულით.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შუმავა“ ვიკისაწყობში.
- შუმავა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)