იაროსლავ პლაშილი

02:22, 17 დეკემბერი 2021-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted იაროსლავ პლაშილი (ჩეხ. Jaroslav Plašil; დ. 5 იანვარი, 1982, ოპოჩნო, ჩეხოსლოვაკია) — ყოფილი ჩეხი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ბორდოსა“ და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ნახევარმცველის პოზიციაზე.

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

პლაშილმა 18 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა ფრანგულ კლუბ „მონაკოსთან“, 2000 წელს, მაგრამ ორი წლის განმავლობაში კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იჯარით გადავიდა მეორე ლიგის კლუბ „კრეტეიში“. 2003 წელს პლაშილი დაბრუნდა მონაკოში და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ის იყო ძირითადი შემადგენლობის წევრი და 2003-04 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კლუბთან ერთად გავიდა ფინალში, სადაც ისინი დამარცხდნენ პორტუგალიურ „პორტუსთან“, ანგარიშით 0-3. იმ სეზონში პლაშილი გოლით გამოირჩა „დეპორტივოსთან“ სარეკორდო ანგარიშით, 8-3 მოგებულ მატჩში.

ოსასუნა

2007 წელს პლაშილმა დაასრულა წარმატებული კარიერა მონაკოში და ესპანურ „ოსასუნასთან“ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს.[1]

ბორდო

2009 წლის 8 ივნისს „ბორდომ“ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ პლაშილი გადმოიყვანა გუნდში და გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[2]

სანაკრებო კარიერა

პლაშილმა ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ევროპის 2004 წლის, მსოფლიოს 2006 წლის, ევროპის 2008 წლის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატებზე.

სანაკრებო გოლები

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1. 2 ივნისი, 2004 ტოიოტა არენა, პრაღა, ჩეხეთი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2–0 3–1 ამხანაგური
2. 17 ოქტომბერი, 2007 ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია ესკიზის შექმნის შეცდომა:  გერმანია 0–3 0–3 ევრო 2008-ს შესარჩევი ეტაპი
3. 15 ივნისი, 2008 სტად-დე-ჟენევა, ჟენევა, შვეიცარია თურქეთის დროშა თურქეთი 2–0 2–3 ევრო 2008
4. 10 ოქტომბერი, 2009 ტოიოტა არენა, პრაღა, ჩეხეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი 2–0 2–0 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
5. 25 მარტი, 2011 ესტადიო ნუევო ლოს კარმენესი, გრანადა. ესპანეთი ესკიზის შექმნის შეცდომა:  ესპანეთი 0–1 2–1 ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი
6. 3 სექტემბერი, 2011 ჰემპდენ პარკი, გლაზგო, შოტლანდია ესკიზის შექმნის შეცდომა:  შოტლანდია 1–1 2–2 ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Jaroslav Plasil jugará en Osasuna las próximas cuatro temporadas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-20. ციტირების თარიღი: 2012-06-22.
  2. Jaroslav Plasil entscheidet sich pro Bordeaux

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted