იგუასუ (მდინარე)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
იგუასუ | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მდინარე პირდაპირ იგუასუს ჩანჩქერის თავზე | |
ქვეყანა |
დროშა: ბრაზილია ბრაზილია, ![]() |
სიგრძე | 1 320 კმ |
აუზის ფართობი | 62 000 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|იგუასუ]] ვიკისაწყობში |
იგუასუ (პორტ. Rio Iguaçu; ესპ. Río Iguazú) — მდინარე ბრაზილიასა და არგენტინაში; პარანის მნიშვნელოვანი შენაკადი. მდინარის სიგრძე 1 320 კმ-ია, აუზის ფართობი 62 000 კმ².
იგუასუ სათავეს ბრაზილიაში, პარანის შტატში იღებს, სერა-დუ-მარის სანაპირო მთებში. იგუასუ პარანის შტატის ტერიტორიაზე, დასავლეთის მიმართულებით 1 205 კმ-ზე მიედინება. ქვემო დინებაში პლატოზე მიედინება, სადაც წარმოქმნის სახელგანთქმულ ჩანჩქერ იგუასუს, რომელიც ორი ქვეყნის — ბრაზილიისა და არგენტინის ტერიტორიებზე ექცევა. საბოლოოდ, იგუასუ მდინარე პარანას უერთდება, სწორედ იმ ადგილას სადაც ყალიბდება სამი ქვეყნის საზღვარი — არგენტინის, ბრაზილიისა და პარაგვაის, რომელსაც ტრიპლე-ფრონტერას უწოდებენ.