Paint Box
„Paint Box“ | ||||
---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — პინკ ფლოიდი | ||||
A-მხარე | „Apples and Oranges“ | |||
გამოსვლის თარიღი | 18 ნოემბერი 1967 | |||
ჩაიწერა | 26 და 27 ოქტომბერი, 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი [1] | |||
ხანგრძლივობა | 3:08 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) | |||
ავტორ(ებ)ი | რიჩარდ რაიტი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
„Paint Box“ — რიჩარდ რაიტის მიერ დაწერილი ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[2][3] იგი გამოიცა ჯგუფის მესამე სინგლზე „Apples and Oranges“ (1967). სიმღერაში ვოკალს თავად რაიტი ასრულებს. პიტერ ჯენერი, ჯგუფის მენეჯერი:
ენდი მებეტის წიგნში The Complete Guide to the Music of Pink Floyd წერია, რომ სიმღერა აღწერს „კლუბს, რომელიც სავსეა სულელი ხალხით“, რაც ქმნის ნათელ წარმოდგენას რაიტსა და სხვა მუსიკოსებზე, რომლებიც განიცდიან, რომ მათგან ითხოვენ პოპ-სიმღერებს და არა ფსიქოდელურ იმპროვიზაციებს[3]. სიმღერის ბელგიური პრომო ფილმი გადაღებულია 1968 წელს ადგილობრივი ტელევიზიისთვის, სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ, უკვე დევიდ გილმორის მონაწილეობით. ფრანგული გადაცემისთვის Discorama მისი შესრულება კიდევ ერთხელ ჩაიწერეს, თუმცა ზოგადად კონცერტებზე ნომერი არასოდეს დაუკრავთ. რიჩარდ რაიტი:
სიმღერა სხვადასხვა კომპილაციაში შეცდომით არის შეტანილი სახელწოდებით „Paintbox“. იგი აგრეთვე შეტანილია ალბომის The Piper at the Gates of Dawn 2007 წლის გამოცემაში და კომპილაციებში Relics (სტერეო), The Best Of Pink Floyd / Masters of Rock, 1967: The First Three Singles და The Early Singles. პერსონალი
სქოლიო
|