ლივლივი
ლივლივი — ოკეანის ან ზღვის ზედაპირის თავისუფალი რხევა უქარო ამინდში. წარმოადგენს თავისუფალ გრავიტაციულ ტალღებს. წარმოიქმნება ქარისმიერი ზღვის ტალღების გარდაქმნის შედეგად ქარის ზემოქმედების რაიონიდან გამოსვლის შემდეგ. ლივლივის ტალღა გრძელი და დამრეცია, სიმაღლე — 10-15 მ, სიგრძე — 300-400 მ, პერიოდი 17-20 წმ. ვრცელდება რამდენიმე ათას მილზე. ზომისა და ფორმის მიხედვით, ლივლივის ტალღები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: წყლის ნაწილაკები მათში გადაადგილდება წრიული ორბიტის სისწორით.[1] სრული უქარობისას ლივლივს „მკვდარი“ ეწოდება.[2]
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/Ripples_Lifjord.jpg/300px-Ripples_Lifjord.jpg)
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ლივლივი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 226.
- ↑ ლივლივი — საზღვაო ლექსიკონი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted