ვინი პუჰი

18:22, 17 მაისი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ფაილი:Pooh Shepard1928.jpg
ერნესტ შეპარდის ილუსტრაცია
ფაილი:Winnie the Pooh- White River -Ontario-20060630.jpg
ვინი პუჰი — უაიტ-რივერი, ონტარიო

ვინი პუჰი[შ 1] (ინგლ. Winnie-the-Pooh, აგრეთვე ცნობილი როგორც დათუნია ვინი, Winnie-the-Pooh) — მწერალ ალან მილნის წიგნების პერსონაჟი წიგნებიდან „ვინი პუჰი“ (1926) და „სახლი პუჰის კუთხეში“ (1928). პუჰის შესახებ ლექსი მილნმა აგრეთვე გამოაქვეყნა საბავშვო წიგნში „როდესაც ძალიან პატარები ვიყავით“ (1924) და უფრო მეტი — წიგნში „ახლა ექვსი წლის ვართ“. ოთხივე წიგნის ილუსტრატორია ერნესტ შეპარდი.

პუჰის შესახებ ისტორიები ნათარგმნია მრავალ ენაზე. არსებობს მისი თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების ფილმები და სატელევიზიო სერიალები და თედორე ხიტრუკის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.

დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო (გამონაკლისები არიან ბუ და კურდღელი). თავად ალანის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.

შენიშვნები

  1. 2014 წელს წიგნი ვინი პუჰის შესახებ ქართულად გამოიცა. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და ორივე ორიგინალური წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს. ამ გამოცემებში დათუნიას სახელია „ვინი ფუუჰი“.[1]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. ვინი ფუუჰი, „დიოგენე“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2014-06-15.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted