ქვემო ჭალის ეკლესია
ქვემო ჭალის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, თარიღდება XVIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. აქვს ორი შესასვლელი — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთით, კარზე წარწერაა: თარგი:Blockquote წარწერაში არ ჩანს მყიდველის ვინაობა, მაგრამ ალბათ ეს რომელიმე ამილახვართაგანი უნდა იყოს. თავისთავად 454 კაცის დასახლება იმ დროსთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო.
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1990. — გვ. 206.