სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო

09:23, 15 ნოემბერი 2020-ის ვერსია, imported>M. (დაემატა კატეგორია:სტოკჰოლმი გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სტოკჰოლმის სისხლიანი აბანოდანიის მეფის კრისტიან II-ის მიერ შვედეთის რეგენტის სტენ სტურე უმცროსის მომხრეთა დახოცვა 1520 წლის 8-9 ნოემბერს სტოკჰოლმში. კრისტიან II სტოკჰოლმში შეიჭრა და უნდოდა კალმარის უნიის ძალდატანებით აღდგენა. კათოლიკე პრელატების დახმარებით წინასწარ შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე მწვალებლობა დასწამეს, სამეფო ციხე-დარბაზში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს სტოკჰოლმის 100-ზე მეტი წარჩინებული აზნაური და მოქალაქე; სხვა ოლქებშიც იგივე მოხდა. მათ ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს.

ფაილი:Stockholm Bloodbath.jpg
სტოკჰოლმის სისხლიანო აბანო

ლიტერატურა