სარაინდო აღზრდა

14:32, 22 იანვარი 2014-ის ვერსია, imported>Deu (removed Category:შუა საუკუნეების ისტორია using HotCat)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სარაინდო აღზრდა — ფეოდალთა ვაჟიშვილების აღზრდის სისტემა შუა საუკუნეების დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. 7 წლამდე ბავშვები შინ იზრდებოდნენ, შემდეგ მთავარი ფეოდალის კარზე გადაყავდათ, სადაც 14 წლამდე ისინი პაჟის მოვალეობას ასრულებდნენ. 21 წლამდე სიუზერენის საჭურჭელმტვირთველნი იყვნენ. ამ პერიოდში ახალგაზრდა უნდა დაუფლებოდა „შვიდ სარაინდო სიქველეს“; ნადირობას, ცხენოსნობას, ცურვას, ფარიკაობას, მშვილდოსნობას, შაშის თამაშს, ლექსების თხზვასა და სიმღერას; აგრეთვე სარაინდო ზნეობის ისეთ თვისებებს, როგოროცაა მამაცობა, ხასიათის სიმტკიცე, ერთგულება, კეთილშობილება, თავაზიანობა. სასულიერო პირები მომავალ რაინდებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას და საღვთო რჯულს.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
რაინდები

სარაინდო აღზრდამ დადებითი როლი ითამაშა კულტურული ჩვევებისა და, განსაკუთრებით ქალებისადმი მოკრძალებული დამოკიდებულების აღზრდის საქმეში. რაინდობის, როგორც სოციალურ მოვლენის, მოსპობის შედეგად სარაინდო აღზრდა შეწყდა.

ლიტერატურა