სპიროგირა
სპიროგირა (ლათ. Spirogyra) — ძაფისებრი მწვანე წყალმცენარეების გვარი კონიუგატების ქვეგანყოფილებისა. სპიროგირის ძაფები შედგება უჯრედების ერთი რიგისაგან. უჯრედები შეიცავენ ქლოროპლასტების ერთ ან რამდენიმე სპირალურ თასმას, მრავლდებიან ვეგეტატიურად და სქესობრივად (იხ. კონიუგაცია). 200-მდე სახეობა გავრცელებულია მტკნარ დამდგარ და მდოვრე წყლებში. წყლის ზედაპირზე ქმნიან გროვებს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 521.