კოლუმბიის პოლიტიკური სისტემა

07:09, 2 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კოლუმბიის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება წარმომადგენლობითი დემოკრატიის საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც კოლუმბიის პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია. მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობის ხელშია. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და კონგრესის ორ პალატას შორის — სენატი და კოლუმბიის წარმომადგენელთა სახლი. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
კოლუმბიის კონგრესი, ბოგოტა
ფაილი:Casa presidencial de Bogotá.jpg
კასა-დე-ნარინიო — აღმასრულებელი ხელისუფლების რეზიდენცია, ბოგოტა
ესკიზის შექმნის შეცდომა:
კოლუმბიის უზენაესი სასამართლო

საკონსტიტუციო რეფორმა

კოლუმბიის ამჟამინდელი კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1991 წლის 5 ივლისს; ახალმა კონსტიტუციამ გააძლიერა სასამართლო ადმინისტრაცია. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამოქალაქო განქორწინებას, ორმაგ მოქალაქეობას, ვიცე-პრეზიდენტისა და დეპარტამენტების გუბერნატორების არჩევას. კონსტიტუციამ გააძლიერა მოქალაქეთა პირველადი უფლებები.

ხელისუფლება დაიყო აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებად.

აღმასრულებელი შტო

პრეზიდენტი აირჩევა ოთხი წლის ვადით; 2005 წლიდან, მას უფლება ეძლევა ვადის ამოწურვის შემდეგ ერთხელ კიდევ იქნას არჩეული. 1991 წლის კონსტიტუციამ აღადგინა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც იმავე პრინციპით აირჩევა, როგორც პრეზიდენტი. კანონით, ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ამ უკანასკნელის გადადგომის, ავადმყოფობის ან სიკვდილის შემთხვევაში.

საკანონმდებლო შტო

კოლუმბიის ორპალატიანი კონგრესი შედგება 102 წევრიანი სენატისა და 161 წევრიანი კოლუმბიის წარმომადგენელთა სახლისაგან. სენატორების არჩევა ხდება საყოველთაო წესით, წარმომადგენლები კი აირჩევიან მრავალწევრიანი რაიონების მიერ, კოლუმბიის 32 დეპარტამენტის მასშტაბით. ქვეყნის დედაქალაქი განცალკევებული სადედაქალაქო რაიონია, რომელიც საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს. წევრები შეიძლება ხელახლა არჩეულ იქნენ რამდენჯერაც მათ მოესურვებათ. კონგრესი წელიწადში ორჯერ იკრიბება, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება, როცა საჭიროდ ჩათვლის, მოიწვიოს სპეციალური სესია.

რესურსები ინტერნეტში